BBC-ის ფილმი - შეფასებები 

08 დეკემბერი 2025, 12:01 113 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, სპეკულაციები აღარ არსებობს - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ფაქტები იყო სიცრუე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა.

სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით აქციის დაშლის დროს გამოყენებული ნივთიერებები არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას. 

ბიბისის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს გახარიას პარტია, რომელიც საკითხის დაინიცირებას დღეს ბიუროს სხდომაზე გეგმავს, რის საჭიროებასაც მმართველ გუნდში ვერ ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში