ეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას ხურავს

29 აპრილი 2022, 11:00 542 ნახვა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მის გაგრძელებაზე.

„ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით მოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლების მისაღწევად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა მისიის დასახურავად ნაბიჯების გადადგმისა“, - აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ამასთან ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის განცხადებით, ეუთო დაუყოვნებლივ დაიწყებს ოპერატიულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ნაბიჯებს მისიის რაც შეიძლება პასუხისმგებლობით და ეკონომიურად დახურვის მიზნით, მისიის წევრების უსაფრთხოება კი პრიორიტეტად რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი