ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
დოკუმენტი, ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.
რეზოლუცია ასევე შეიცავს რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე. პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებზე და მოშალა სასურსათო უსაფრთხოება.
რეზოლუცია მოუწოდებს ყველას განაგრძონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. დოკუმენტი ქვეყნებს ასევე მოუწოდებს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაზე მუშაობისკენ.