ბოლო 2 თვეა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მინიმუმამდე დავიდა. პანდემია ზოგისთვის უკვე დასრულდა, სპეციალისტები კი ჯერ საბოლოო დასრულების გამოცხადებისგან თავს იკავებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ ბოლომდე ნუ მოეშვებიან. მათივე თქმით, გაუმჯობესებული სიტუაციის ფონზე რეგულაციების შესრულება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.