ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან და ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პარალელურად დაწყებულია საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რამდენიმე დღეში პლაჟის მოსწორების სამუშაოები დაიწყება.