უკრაინაში ჩავიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით, უკრაინის საჭიროებები იცვლება ბრძოლის ბუნების განვითარებასთან ერთად, რისი მიზეზიც ნაწილობრივ აქცენტის ქვეყნის აღმოსავლეთით გადატანაა. მისი თქმით, დაინახა "მინიშნებები", რომ ბევრი ქვეყანა აპირებს უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა და ჰაუბიცები მიაწოდოს.
ენტონი ბლინკენის შეფასებით კი - რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს - სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი- თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.