Freedom House-ის ანგარიში

21 აპრილი 2022, 11:38 523 ნახვა

„ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ Freedom House-ის ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ  საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდეა შემცირებული. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, შემცირდა საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსიც.   მიზეზად  19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება სახელდება.  ირკვევა, რომ შემცირებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგებიც. 

გავლენიანი ორგანიზაციის ინფორმაციით საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალ - ჰიბრიდული რეჟიმი. აქვე გეტყვით, რომ  შარშან  ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში