დოკუმენტის გაყალბებისა და თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

19 აპრილი 2022, 10:07 609 ნახვა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.  

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში არსებული სამი ერთეული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით გააყალბეს თითქოსდა ინდოეთის დედაქალაქში მინდობილობები და საქართველოში შედგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც გაასხვისეს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო დარჩენილი ორი მიწის ნაკვეთის გასხვისება სცადეს სხვა პირზე. დანაშაულის 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი