მაკკეინი საქართველოს ეწვევა

31 დეკემბერი 2016, 00:00 2299 ნახვა

პირველ იანვარს საქართველოს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვევა. ამავე დღეს იგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ჯონ მაკკეინი საქართველოს 2 იანვარს დატოვებს. ამერიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ ”ვაშინგტონ პოსტმა” დაწერა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, კონგრესის დელეგაცია უკრაინას, საქართველოსა და ესტონეთს ეწვევა.

ამავე კატეგორიაში