''შავი ლომი'' ევროპის სუპერთასის ფინალშია

17 აპრილი 2022, 20:11 1955 ნახვა

პირველი ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალშია.

ნახევარფინალურ შეხვედრაში "შავი ლომი'' ესპანურ "იბერიანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 43:40 დაამარცხა.

"შავი ლომის'' შემადგენლობიდან ორი ლელო მამუკაშვილმა დადო, ხოლო თითო აფციაურმა, შარიქაძემ, ხმალაძემ და ლომიძემ .

ფინალში ქართველი "ლომები“ პორტუგალიურ "ლუსიტანოსს“ შეხვდება.

"ლუსიტანომ" მეორე 1/2 ფინალში თელ-ავივის "ჰითს“ 42:26 სძლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში