უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. 47 წლის დავით მენაბდიშვილი რუსთავში მდებარე ტაძარიდან სამხედრო პატივით გადაასვენეს. ის 9 აპრილს, ხარკოვის მახლობლად, იზიუმთან დაიღუპა.
ქართველი მებრძოლი რუსი სამხედროების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის კიდევ ერთ მებრძოლ, ნიკა შანავასთან ერთად, ვარშავიდან გადმოასვენეს.ვარკეთილში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს 21 წლის ნიკა შანავა, მას ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.