უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 191 ბავშვი დაიღუპა, 349-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაზარალებულია დონეცკის რეგიონში - 113, კიევში - 102, ხარკოვში - 79.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 957 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 88 მთლიანად განადგურდა.