ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი 

12 აპრილი 2022, 14:39 814 ნახვა

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო.  აჭარაში უკვე ჩამოვიდნენ ჩეხი ექსპერტები, რომლებიც დეტალურ კვლევას აწარმოებენ.  

დეკონტასექსპერტები ტერიტორიის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევის ფარგლებში, მის ტექნიკურ, ასევე სამომავლო გამოყენების შესაძლებლობებს შეისწავლიან. 

პროექტის მიზანია, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი