ომი უკრაინაში - დღე 47

11 აპრილი 2022, 18:22 739 ნახვა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი  მოქალაქეები არიან. ომის 47 დღეში აგრესორების იერიშებს  183 ბავშვი ემსხვერპლა, 342 კი დაშავდა.  დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნიკოლაევი და ხარკოვი დაბომბეს. ნიკოლაევში აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.  ხარკოვში  კი აგრესორების თავდასხმებს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა-მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა 11.  დილიდან უკრაინის ლვოვის, კიევის, დნიპროს და ზაპოროჟიას ოლქებში განგაშის სიგნალებია ჩართული.  ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი კი 57-მდე გაიზარდა.  ღამით ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთით კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს.  კიევის მახლობლად, სოფელ ბუზოვაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. კიევის მერის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დედაქალაქიდან უკან დახევა არ ნიშნავს, რომ მათ კიევის აღების სურვილზე უარი თქვეს.    რადას დეპუტატის ლესია ვასილენკოს თქმით, რუსი ოკუპანტებისგან გამოხსნილ ქალაქებში  დაბრუნებულ ადამიანებს სახლებში, სამზარეულოს კარადებში, მაცივრებსა და კარებზე  ყუმბარა ხაფანგები, ასაფეთქებლები ხდებათ. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას, სპეციალისტებს განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად დრო მისცენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ სახლებში. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 5 მილიონმადე მოქალაქემ დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი