უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 183 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

11 აპრილი 2022, 12:20 8671 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 183 ბავშვი დაიღუპა, 342 კი დაშავდა-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკისა და კიევის ოლქში ემსხვერპლა.

დაბომბვების შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, საიდანაც 87 სრულად განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში