აწყურის ხატი ანდრია მოციქულის გზას იმეორებს

11 მაისი 2016, 00:00 11628 ნახვა

აწყურის ღვთისმშობლის ხატთან ერთად მსვლელობა გრძელდება.  მორიგი გაჩერება  დიდაჭარა იქნება.  დღეს  სიწმინდეს იქ  დააბრძანებენ, საიდანაც ანდრია მოციქულმა საქართველოში  ქრისტიანობის  ქადაგება  დაიწყო.  გუშინ კი ღვთისმშობლის  ხელთუქმნელი ხატი ტრაპიზონში  ჩააბრძანეს, ქალაქ ოფაში, სადაც ანდრია პირველწოდებული თავისი მოგზაურობისას  პირველად გაჩერდა. წმინდა  ადგილები სამების  საკათედრო ტაძრის  წინამძღვრებმა მოილოცეს  და  მცირე პარაკლისი გადაიხადეს.  ანდრიას  ნაქადაგარი გზის გავლა ხატთან ერთად გუშინვე გაგრძელდა, ხატი გონიოში, მატათას  საფლავზე, ხოლო  შემდგომ  სამების  ეკლესიაში   დააბრძანეს. 11-12 მაისს ანდრიაობის დღესასწაულზე  აწყურის ხატი ხულოში  დარჩება.  შემდეგ მოივლის აწყურს, ბორჯომს, ხაშურს, გორს, მცხეთას. 17 მაისს კი ხატს თბილისში გადააბრძანებენ.  სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში