ცხრა აპრილის ხეივანში მემორიალურ დაფასთან მოქალაქეები, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ ხულოში. ხეივანში შეკრებილებმა 9აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ახალგაზრდებმა კი ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს ქედაშიც. მერიისა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა, ასევე ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. სასულიერო პირებმა - ევდემოზ ალელიშვილმა და ბართლომე ჩხიკვაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ანსამბლმა ელესამ კი ტრადიციულად მრავალჟამიერი შეასრულა.