მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას - ჯოზეფ ბორელი

08 აპრილი 2022, 14:18 1348 ნახვა

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გმობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

„მკაცრად ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმას, რის შედეგადაც მოკლულია ათობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაშავებულია. ეს არის მორიგი მცდელობა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს და ადამიანების ტანჯვა გამოიწვიონ“, – წერს ბორელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი