შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენციის “ეიპიემ ტერმინალი ფოთი“ მასპინძლობს. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები მონაწილეობენ. თემატურ პანელებზე დისკუსიების პარალელურად გაიმართა გამოფენა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი სერვისების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. დისკუსიის თემაა გლობალური და რეგიონული გამოწვევები, ვაჭრობა, ინვესტიციები. სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, სატვირთო გადაზიდვების კუთხით კონფიგურაცია იცვლება და მათ შორის საქართველოც ახალი გამოწვევების წინაშეა.