რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

06 აპრილი 2022, 10:35 823 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მათივე განმარტებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკისა და კიევის ოლქში ემსხვერპლა.

პროკურატურის ცნობით, ოკუპანტები განაგრძობენ ბავშვების იძულებით გაყვანას რუსეთის ტერიტორიაზე.

უწყებაში ამბობენ, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი