ანტალიის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტურნირის ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ, რომელიც ფინალში კუბელ მორალეს სილვასთან დამარცხდა.
უმედლოდ დარჩა ბექა ღვინიაშვილი, რომელიც პირველივე წრეში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა.
უმედლოდ დარჩნენ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და 2 ვერცხლი.
შედეგად, საქართველომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.