რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 161 ბავშვი დაიღუპა, 264 დაშავდა — უკრაინის პროკურატურა

04 აპრილი 2022, 10:27 1226 ნახვა

4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დაიღუპა 161, დაშავდა - 264. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე​. 

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი