უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი იუწყება, რომ უიარაღო ფოტოჟურნალისტი, მაქსიმ ლევინი მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით.
გამოძიების მიხედვით, ლევინთან კავშირი მარტში დაიკარგა. ის კიევის ოლქში რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიას აშუქებდა.
ჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა-მეჟიკორსკაიასთან ნახეს.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში 12 ჟურნალისტია მოკლული.