ნიადაგის ჩავარდნის გამო ითხვისში 12 სახლი დაზიანდა

01 აპრილი 2022, 11:07 982 ნახვა

ნიადაგის ჩავარდნის გამო სოფელ ითხვისში 12 სახლი დაზიანდა, მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ცლის. ადგილობრივები შენობების დაზიანებას  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ. ადგილზე მუშაობა დაიწყეს გეოლოგებმა

დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს ჭიათურის მერია.

პრობლემასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“. აქ ამბობენ, რომ  აქტიურად არიან ჩართული სოფელ ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლის და  მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში. ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიაში აცხადებენ,რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ ასრულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი