აჭარის მთავრობა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას გეგმავს - ვის ეხება გადაწყვეტილება 

29 მარტი 2022, 11:41 876 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ 800 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება. მისივე განმარტებით, სტუდენტებს ვისაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, დაუფინანსდება გადასასახადი.

''პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური გამოწვევის წინაშე, რაც ძირითადად უკავშირდებოდა სწავლის საფასური გადახდას. მომართვიანობიდან გამომდინარე, როგორც ბათუმის მერიის კუთხით, ასევე აჭარის მთავრობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000 ქულამდე  მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან სწავლის საფასურით. ამ მიმართულებით გამოიყოფა 800 000 ლარი, ბიუჯეტის კორექტირების დროს. რა თქმა უნდა ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებულ აკადემიურ  მოსწრებას'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი