თბილისში, გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული ორი ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმის შეფასებით, პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. შემთხვევა გვიან ღამით ვარკეთილის მეურნეობაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად მანქანას გაუჩნდა, შემდეგ კი გაზგასამართ სადგურზე გავრცელდა.
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.