კადიროვის რაზმი მარიუპოლშია, თუმცა ეს მხოლოდ მათი მტკიცებით. გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობის ნანგრევები და ჩეჩენი მებრძოლები ახსენებენ მარიუპოლს, თითქოსდა ისინი ქალაქის გასათავისუფლებლად ჩავიდნენ.
ამავე ვიდეოში ჩანს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი მებრძოლიც.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყების მტკიცებით მარიუპოლს იცავს „აზოვის“ რაზმი, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს რუსულ არმიას.
მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს გამოსვლები ოკუპაციის წინააღმდეგ კახოვკაში.