„დახურეთ უკარინის ცა!“, „აქ ბავშვებია!“ - წარწერა ქვაფენილზე და სანთლები. უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქეები ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყვიტოს რუსეთმა ომი, ნატომ კი უკრაინის ცა დახუროს.
ომიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, ასობით ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში უკვე დაიღუპა. რუსი ჯარისკები ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და შენობებს, სადაც ბავშვები არიან.
ასფალტზე ბანერი წარწერით - „ბავშვები“ - სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვით გამოფინეს აქციის მონაწილეებმა. ამბობენ, რომ ბევრმა მოახერხა და თავი სხვა ქვეყანას შეაფარა, თუმცა იქიდან იბრძვიან მშვიდობისთვის.
უკრაინის მოქალაქეებმა ადგილობრივებთან ერთად აქამდეც არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.