სტოლტენბერგი - უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას

24 მარტი 2022, 14:44 970 ნახვა

„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“ - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი, რომელიც დღევანდელ სამიტზე მოელის, რომ ალიანსის ლიდერები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც იგულისხმება. ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.

გარდა ამისა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მედიასთან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც განაცხადა, რომ ეს ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. უკრაინის ომის გამო ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩეს.

სტოლტენბერგის უფლებამოსილება 30 სექტემბერს ეწურებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი