გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, 24 მარტამდე რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილი გაუცემელი გზავნილები მომხმარებლებისთვის სხვა ქვეყნებში ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება რუსეთში გაგზავნილ ფულს, 2022 წლის 24 მარტამდე გაუცემელი გზავნილები გამგზავნს დაუბრუნდება.