რუსეთში Google News-ი დაბლოკეს

24 მარტი 2022, 12:36 789 ნახვა

რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა  ქვეყანაში Google News-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ეს ამერიკული საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი უზრუნველყოფს წვდომას მრავალრიცხოვან პუბლიკაციებსა და მასალებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ არასანდო ინფორმაციას შეიცავენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Google News-ზე წვდომა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეიზღუდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი