ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე ხანძრის 7 კერა ფიქსირდება.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა.
მათივე ცნობით, ხანძრის გამო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 10 კილომეტრის რადიუსში იზრდება რადიაციული რისკები.