ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

22 მარტი 2022, 10:34 1051 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი” საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

„უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს სამხედრო აგრესიის, ასევე 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის შემდეგ. საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღებული ჩარევით, ბელარუსის დეფაქტო კონტროლით, ასევე გაჭიანურებულ კონფლიქტების ზონაში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკაში, რუსეთის სამხედრო დანაყოფების განთავსებით რუსეთის მთავრობა აქტიურად მიისწრაფის ე.წ. გავლენის სფეროების დაწესებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის ლიდერებმა 24-25 მარტს დაგეგმილ სამიტზე უნდა დაამტკიცონ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის შეიარაღებული ძალები პირდაპირ ესხმიან თავს უკრაინას, ხოლო მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივი დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხეების წინაშე დგანან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი