უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე განცხადებას ხელი საქართველომაც მოაწერა 

21 მარტი 2022, 17:31 771 ნახვა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე განცხადებას ხელი დღეს 13-მა ქვეყანამ მოაწერა. ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის. ამის შესახებ რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე წერს:

„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი