უკრაინის ომის პარალელურად საქართველოს მოქალაქეები ნათესავებს ეძებენ. მათი ინფორმაციით, ახლობლები უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი დაიწყო, კონტაქტზე არ გამოსულან.
უკრაინაში მყოფ გოგი და ვასიკო ბერუაშვილების, ასევე მაია თაბორიძის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტოში განმარტავენ, რომ ამოქმედებულია 24/7 ცხელი ხაზი, როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე თბილისი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მოქალაქეებმა უნდა დააფიქსიტრონ მსგავსი სახის შემთხვევები.