უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ

21 მარტი 2022, 15:02 580 ნახვა

უკრაინაში დაღუპულ ქართველებს გიორგი ბერიაშვილს, დავით რატიანს და ბახვა ჩიქობავას  ესპანეთში ქალაქ კარაგონაში მცხოვრებმა უკრაინელებმა  პატივი მუხლმოდრეკით მიაგეს.

შეკრებილებმა  Სახელებით და გვარებით მოიხსენიეს თითოეული მათგანი და უკრაინის დროშები დაუშვეს. .უკრაინაში დაღუპულ სამხედროებს სამშობლოში სავარაუდოდ დღეს ჩამოასვენებენ. შესაბამისი პროცედურები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დავით რატიანის და გია ბერიაშვილის ცხედრებს  ჯერ პოლონეთში, შემდეგ პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოასვენებენ.

ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან  ქალაქი ისევ მტერს იგერიებს. 

ქართველი მებრძოლები უკრაინაში  რუსეთის აგრესიას ემხსვერპლნენ. დავით რატიანი და გია ბერიშვილი ქალაქ ირპერთან  დაიღუპნენ, ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში ოკუპანტების ბომბებს ემსხვერპლა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში