კიევსა და კიევის ოლქში გაძლიერებული კომენდანტის საათი გამოცხადდა

21 მარტი 2022, 14:42 843 ნახვა

კიევსა და კიევის ოლქში დღეს 20:00 საათიდან 23 მარტის 07:00 საათამდე გაძლიერებული კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას კიევის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული დროის მანძილზე სპეციალური საშვების გარეშე ქალაქში გადაადგილება იკრძალება. სახლიდან გასვლა მხოლოდ უახლოეს თავშესაფარში გადასვლის მიზნით იქნება დასაშვები. 

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იქნებიან სპეციალური საშვის გარეშე, განიხილება დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრებად.

"ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში ან თავშესაფარში. ქალაქში გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ ტრანსპორტი სპეციალური საშვით. დავიცვათ საომარი მდგომარეობის წესები. გვჯეროდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების! გავუძლებთ! დიდება უკრაინას!“, - განაცხადა კლიჩკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი