დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოში გზებზე ამ დრომდე შეზღუდვებია. მათ შორის არის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთი, სადაც ტრაილერები რამდენიმე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ - ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე არიან გაჩერებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე.
მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი