უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია.
„07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამიაკის გაჟონვის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 2,5 კმ ტერიტორია. ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, საფრთხე ემუქრებოდა სოფელ ნოვოსელიცას .