სპორტსმენები უკრაინის დასახმარებლად - ბათუმში საქველქმოქმედო ვარჯიში გაიმართა

20 მარტი 2022, 21:22 1131 ნახვა

სპორტსმენები უკრაინის დასახმარებლად - დღეს ბათუმში აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის და საქართველოში მოქმედი რეგიონური კლუბების ორგანიზებით, კარატეში საერთო საქველმოქმედო ვარჯიში გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, შემოწირული თანხა უკრაინის ეროვნულ ფედერაციას გადაეგზავნება ჰუმანიტარული დახმარების სახით.

აქვე გეტყვით, რომ ორ კვირაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეროვნული გუნდის ღირსებას სამი ბათუმელი სპორტსმენი - დავით მსხალაძე, მინდია მგელაძე და დათა ფუტკარაძე დაიცავენ. 

უკრაინაში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება - ქუთაისის აეროპორტში რეისი ქალაქ ვარშავადან შესრულდა. საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის აგრესიას გამოქცეული უკრაინელებიც. ბორტზე მყოფი მგზავრები ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყოველდღიურად იბომბება ქალაქები და სხვა საფრთხეებთან ერთად, არის ჰუმანიტარული კრიზისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი