უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ირწმუნებიან, რომ რუსული აგრესიის გამო უკრაინაში საკვებთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საწყობებში საბაზისო საკვები პროდუქტების არსებული რაოდენობა უკრაინას 3-5 წლის განმავლობაში გამოკვებავს.
"სურსათის საკითხი უზრუნველყოფილი გვაქვს და შემდეგ წელსაც უზრუნველყოფილი გვექნება, ვინაიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის ზეთის, სხვა საბაზისო პროდუქტების მარაგი საწყობებში 3-5 წლისთვის საკმარისია. ამ პროდუქტების 70-80%-ს ექსპორტზე ვუშვებდით, ამიტომ ჩვენს თავს აუცილებლად გამოვკვებავთ", - განაცხადა როსტისლავ შურმანმა.