საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში მე-14-ედ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას შეეცდება.
ფინალური შეხვედრა დღეს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის 18:00 დაწყება.
"ბორჯღალოსნებმა" ურთიერთშეხვედრებში "ლომები" 18-ჯერ დაამარცხეს, 1-ჯერ ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
არაოფიციალური ფინალის წინ ესპანელები ჯგუფს 17 ქულით ლიდერობენ, საქართველო კი 15 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ტიტულის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდება.
შეგახსენებთ რომ "ბორჯღალოსნებმა" გასულ ტურში უკვე მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება.
ქართველები საფრანგეთში გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და ფლეი ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს.