კიევში, პოდოლსკის რაიონში საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. უკრაინის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.
კლიჩკოს თქმით, გასულ ღამეს საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა. დაზიანდა 6 საცხოვრებელი სახლი, საბავშვო ბაღი და სკოლა.
მერის განცხადებით, ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.