უმკაცრესად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს და რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები - დიდი შვიდეული

18 მარტი 2022, 10:00 965 ნახვა

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად გმობენ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება უკრაინაზე, მის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიუპოლისა და სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი მიუღებელია. მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კანონით ადამიანის უფლებათა შესახებ ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, უზრუნველყოს, ჰუმანიტარული წვდომა, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი