უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში სევეროდონეცკში რუსეთის ჯარმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებას მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად უამრავი დედა და ბავშვი აფარებს თავს.
"სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფრის მცხოვრებლები და თანაშრომლები უსაფრთხოდ არიან“, - წერს გაიდაი სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებისა და თავშესაფრის მაცხოვრებლების შენობიდან გამოყვანა უვნებლად მოხერხდა.