ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა

17 მარტი 2022, 22:01 1073 ნახვა

ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსს უჩერდება ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და აქტივობაში მონაწილეობის უფლება. რაც ასევე ეხება ბელარუსის მონაწილეობას ევროპის საბჭოს ნაწილობრივ შეთანხმებებში და მათ შორის ვენეციის კომისიაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილების მიზეზად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში, ბელარუსის აქტიურ ჩართვას ასახელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში