საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს - ვახტანგ გომელაური

17 მარტი 2022, 17:07 957 ნახვა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასდროს მდგარა.

„საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მცდარია. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არასდროს დაყენებულა. ჯერ რაც გაგვყავს „პერევალზე“ და სხვა მიმართულებით, ის გავაკეთოთ. საუბარიც არ ყოფილა არასდროს, რომ ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე ჩვენ აქედან რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მახსოვს და არ გამიგია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი