რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ დერგაჩისა და სოფელ სლატინოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"დაიბომბა სოფელ სლატინოს საცხოვრებელი ტერიტორია. დაიღუპა ორი ადგილობრივი, 5 კი დაშავდა.
დერგაჩის დაბომბვის შედეგადაც რამდენიმე კერძო სახლი განადგურდა"- განაცხადა დერგაჩის ტერიტორიული თემის ხელმძღვანელმა.