უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინციდენტი კიევის დროით 05:00 საათზე მოხდა. შედეგად კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა რამდენიმე ბინა. ამჟამად შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.