ნაცმოძრაობის ინიციატივა ქედაში ჩავარდა

16 მარტი 2022, 17:20 909 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის, ქედის საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მოუწოდებენ გაზრდილი ხელფასებიდან 10 %- უკრაინის ომში დაზარალებული და უმწეოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის გადარიცხონ. ამ საკითხზე რიგგარეშედ მოწვეული  სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მათ წერილობით აცნობეს მოთხოვნის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა. ამირან ცინცაძე ფიქრობს, რომ  საკრებულო ვერ დაავალდებულებს თანამშრომლებს მათი კუთვნილი ანაზღაურების ფონდში გადარიცხვას. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობა აჭარის მთავრობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ჰუმანიტარული დახმარებების შეგროვებაში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი